суббота, 27 марта 2010 г.

დედამიწა ჩვენი საერთო სახლია

   1. პროექტის სახელი:
”დედამიწა ჩვენი საერთო სახლია”
2. პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტი ეხება მსოფლიოს გლობალური დათბობის თემას: ”გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს”;დავიცვათ დედამიწა კატაკლიზმებისაგან;
3. პროექტის სრული აღწერა:
ა) ტექნოგენური კატასტროფები, რომლებსაც შეუძლიათ ბუნებრივ გარემოში შეუქცევადი პროცესების განვითარება;
ბ) მავნე ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება;
გ) გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;
დ) საქართველოს მწვანეთა მოძრაობა;
ე) ნარჩენების პრობლემა გარემოსდაცვით პოლიტიკაში;
ვ) მეორადი წარმოების სიკეთე;
4. მონაწილეთა ასაკი: 15, 16, 17 წლის მოსწავლეები;
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1-3 თვე;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ა) აქცია ”გადავარჩინოთ ბუნება”;
ბ) საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა ინფორმატიკის გაკვეთილებზე;
გ) გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ქიმიის გაკვეთილებზე შესაბამისი თემატური მასალის მომზადება მოსწავლეთა მიერ;
დ) კედლის გაზეთების დამზადება;
ე) შესაბამისი მასალის საფუძველზე ვებ გვერდის შექმნა;
ვ) მწვანე მცენარეების დარგვა - აქცია.
7. მოსალოდნელი შედეგები:
სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება ახალგაზრდობაში;
ნარჩენების მეორადი გადამუშავების სიკეთე;
თემის მოსახლეობაში ეკოლოგიური ცოდნის ამაღლება;
გუნდური მუშაობის, კვლევის, მსჯელობის, კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობითი უნარების განვითარება  მოსწავლეებში;
8. სარგებელი სხვებისთვის:
უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვა, ნარჩენების გაუვნებელყოფა, ქიმიური, მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდა შეამცირებს ეკოლოგიური პრობლემის სიმწვავეს.
ამაღლდება მოქალაქეთა თვითშეფასების დონე;
შემცირდება ტექნოგენური კატასტროფები;
9. სამუშაო ენა: ქართული (შესაძლებელია ინგლისურიც);
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: სასიამოვნოა სხვა სკოლებთან ერთობლივი მუშაობა;
11. საგნებთან კავშირი: ქართული, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ინფორმატიკა, ინგლისური;
12. პროექტის ფასილიტატორი:
      ლუიზა ჯანიაშვილი
13. ელ. ფოსტა:
      Luiza. Janiashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
      Luiza-Luizita.blogspot.com